-
- ENGLISH
-
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
აირჩიეთ თქვენი ენა
სასტუმროს შესახებ-ძველი წერეთელი, ბათუმი

აღმოაჩინეთ კომფორტი და დასვენების მაღალი ხარისხი სასტუმრო „წერეთელში“. ის მდებარეობს შუაგულ ბათუმში და გთავაზობთ კეთილმოწყობილ ნომრებს კონდიციონერით, აივნით, სველი წერტილებითა და ქალაქის შთამბეჭდავი ხედებით. თითოეული სივრცე შექმნილია თქვენი დასვენებისთვის და აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა თუ ტექნიკით. თანამედროვე ტელევიზორი, მაცივარი, უფასო Wi-Fi სასტუმროს ტერიტორიაზე. თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ 24-საათიანი რეცეფციით და ყოველდღიური დასუფთავების სერვისით. დამატებითი კომფორტისთვის, ხელმისაწვდომია უფასო კერძო პარკინგიც.
სასტუმრო მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 6 კილომეტრში. იგი მცირე მანძილითაა დაშორებული ბათუმის ზღვისპირა პლაჟებსა და ცნობილ ღირსშესანიშნაობებს — მათ შორის ალი და ნინოს ძეგლსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს. ყინულის საციგურაო მოედანი კი სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯშია, რაც თქვენს დასვენებას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

განსახლების პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო წერეთელში. დარჩით კომფორტულად ბათუმის ცენტრში თანამედროვედ აღჭურვილ ოთახებში, კერძო აივნებით, უფასო Wi-Fi-ით და სულ რამდენიმე მეტრში სანაპიროდან.
შესახლების რეგისტრაცია | 14:00 |
გამოსახლების რეგისტრაცია | 12:00 |
ჯავშნის უარყოფა |
უფასო გაუქმება ყველა სტუმრისთვის — რატომ? გვჯერა, რომ დაგვიბუნდებით! დაჯავშნეთ, დაისვენეთ, ჩვენ დაგელოდებით! |
წესები და პირობები
გთავაზობთ 100%-ით უფასო გაუქმებას — ფარული პირობებისა და დამატებითი გადასახადის გარეშე.
გეგმები შეგეცვალა? არ არის პრობლემა, შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერ დროს, თქვენი ჩასვლის თარიღამდე, ამისათვის კი არაფრის გადახდა არ მოგიწევთ. თქვენი კომფორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!